LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება – რა საკითხს განიხილავენ მხარეები

87
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება და მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც 12 პუნქტს მოიცავს.

შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონიც განიხილება:

“გავმართავთ იმ პრინციპების პრეზენტაციას, რომელსაც უკრაინული კანონი ეყრდნობა და პოზიციებს მოვისმენთ. ჩვენ შეგვიძლია ეს კანონი ავიღოთ როგორც საფუძველი. უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა.

თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას.

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობენ ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ჰერმან საბო, ალეკო ელისაშვილი და ფრიდონ ინჯია, მმართველი გუნდიდან კი მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი.

magti 5g