LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, რუსეთისთვის სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატო-ს ატომური ქოლგა არ გვიცავს

136
1655293050-შალვა-პაპუაშვილი-2

„საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ ნატო-ს ატომური ქოლგა არ გვიცავს.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატო-ს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ამ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა.

თუ მათ რუსეთიდან პრობლემები შეექმნებათ ენერგორესურსების, თუ ხორბლის მიწოდებაზე, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და არის სუბდსიდირება, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ საერთო კალათიდან ნაწილდება. ევროკავშირს ასეთი ვალდებულება ჩვენ მიმართ არ აქვს, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია. სხვათა შორის, შუა დერეფნის ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული არის რუსული რეგულარული არმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოქალაქე მოგვიკლა.

სწორედ ამიტომ, ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს.

გვახსოვს, იარაღის მიწოდებაზე რამდენად ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდნენ. სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, ღრმად შევიდნენ რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი აიწიოს, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში უკრაინას ტანკებს არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა. დღემდე, სამხედრო თვითმფრინავებს არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სჭირდება. ჩვენც ზუსტად იგივე კრიტერიუმებით ვუყურებთ. იგივე არის ეკონომიკურ სანქციებზე.

..საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე მეტი აქვს ნაბრძოლი, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ქართველმა ხალხმა ყველა ომი იომა, როცა ეს საჭირო იყო. ამიტომ ქართველი ხალხის მიმართ მორალისტური პოზიცია ვერავის ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g