LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი ICAO-ს მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

85
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. განცხადებას შარლ მიშელი Twitter-ზე ავრცელებს.

„შეშფოთებული ვარ შეტყობინებებით მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შესახებ. მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რეისი და ყველა მისი მგზავრი. მნიშვნელოვანია, რომ ინციდენტი ICAO-მ გამოიძიოს“, – წერს მიშელი.

ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს

magti 5g