LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი იმიტომ იყო აქ ჩამოსული, რომ ჯალათი პოლიციელები დაეცვა? – პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” პროექტს განიხილავენ

72
BeFunky-collage

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” პროექტს იხილავს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დღეს “ოცნება” ცდილობს საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს.

“თქვენ თავად ხომ არ მოაწერეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ხელი? შარლ მიშელის დოკუმენტი იმას ხომ არ ითვალისწინებდა, რომ თქვენ გენახათ გზა იმისათვის, რომ ნიკა მელია გამოგემწყვდიათ ციხეში ტყვედ გყავდათ ფაქტობრივად.

ამასობაში გააჩინეთ ჩანაწერი, რომ ამნისტია არ გავრცელდება კონკრეტულ პირზე. თუ შარლ მიშელი იმიტომ იყო აქ ჩამოსული, რომ გავრილოვის ღამეს თვალები რომ დათხარეთ ახალგაზრდებს, ის ჯალათი პოლიციელები დაეცვა? ეს იყო ჩვენი პარტნიორების მოტივაცია ამ შეთანხმების დროს?”- მიმართა ხაბეიშვილმა ოხანაშვილს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები