ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.
შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.
ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ელოდებოდნენ, მედიის წარმომადგენლები გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.