LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

5486
შატალოვა და ბერიძე

25 წლის მოკლული გოგოს, ანასტასია შატალოვას უფლებადამცველის განცხადებით, შვილთან დაკავშირებული დავა, რომელიც ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძის შორის იყო, შატალოვას სასარგებლოდ დასრულდა, ბინა კი სადაც ანასტასია შატალოვა შვილთან ერთად ცხოვრობდა, ზურაბ ბერიძის მიერ იყო ნაქირავები.

„შარშანწინ იყო ეს დავა ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება.

ბოლოს რომ ვესაუბრე ივნისის დასაწყისში მითხრა, რომ ახლა ბათუმში ვიქნებიო და თბილისი ბინა ოქტომბრის ჩათვლით გადახდილი აქვსო,“- განაცხადა გარდაცვლილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა გუშინ, თბილისში გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

შს მინისტრის მოადგილე: ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g