შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაფრთხილებთ, 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება.​ ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი.

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!​ გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები