LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეამცირეთ პოლარიზება, საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

86
1

“იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად”, – ასე მიმართავს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი პოლიტიკოსებს.

დემსი ურჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეამცირონ პოლარიზება და აკეთონ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა:

“თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა.

ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც. ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება.” – თქვა მან.

რიკ დემსმა შარლ მიშელის დოკუმენტზეც გაამახვილა ყურადღება და კვლავ მოუწოდა პოლიტიკურ მხარეებს, შეწყვიტონ თამაში და აამოქმედონ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია:

“მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია.” – თქვა დემსმა.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას, ოპოზიციიდან წევრები დაემატება:

“ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სრულად დაკომპლექტებული არ არის. უმრავლესობას თავისი ხალხი ჰყავს. ოპოზიციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის გვეყოლება ოპოზიციის ოთხი წევრი, რითაც დელეგაცია იქნება სრული, რაც მე, როგორც პრეზიდენტს, საშუალებას მომცემს, საქართველოს საკითხები კარგად გადავწყვიტო”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g