ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას შემცვლელად არჩილ თალაკვაძეს ამზადებს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. ტელეკომპანიასთან საუბარში არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ საუთარი თავი “გავრილოვის ღამის” შემდეგ ამოწურა. ხელისუფლების ოპონენტები ცვლილებებში აზრს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ერთი ჯალათის მეორეთი შეცვლას შედეგი არ მოჰყვება.