LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლებული ოჯახების შვილები ავად თუ კარგად რაღაცას ისწავლიან, ხელმოკლე და ღარიბი ბავშვები საერთოდ გაირიყებიან ყველაფრიდან – სალომე ასათიანი

247
BeFunky-collage (4)

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. 7 დიდ ქალაქში – ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში მოსწავლეები საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს აღარ შევლენ, ისინი სწავლას დისტანციურად დაიწყებენ.

მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შეაფასონ მიმდინარე რისკები. ამისთვის სჭირდებათ 2 კვირა და ამის შემდეგ მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში.

ცნობილი ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი ერთ-ერთია, ვინც ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სოცქსელში გამოთქვა.

“სიტყვათშეხამებები “ონლაინ სწავლება” და “კომპიუტერული გაკვეთილები” თავიანთი “ქულ” ჟღერადობით ფარავს მძიმე რეალობას და მწვავე უთანასწორობას, რაც ისედაც პრივილეგიებს მოკლებულ უამრავ ბავშვს და ახალგაზრდას კიდევ უფრო ჩაგრულ და უსამართლო პოზიციაში აყენებს.

საიმისოდ, რომ “ონლაინ” ისწავლო, სულ მცირე გამართული ინტერნეტი და პერსონალური კომპიუტერი გჭირდება, რაც ღარიბ ქვეყანაში ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამ უთანასწორობის აღიარება და გამოსავლის გზების ძიება სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რადგან ეს გაურკვეველი რეალობა არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგვიგრძელდება.

შეძლებული და შედარებით შეძლებული ოჯახების შვილები ავად თუ კარგად რაღაცას ისწავლიან, ხელმოკლე და ღარიბი ბავშვები კიდევ საერთოდ გაირიყებიან ყველაფრიდან.”- წერს სალომე ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები