“შეძრწუნებული ვარ. ყველაფერი შეიძლება წარმომედგინა. უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა არის ხალხის, საკუთარი თავის და ყველას შეურაცხყოფა.” – ოპოზიციონერი გიგი უგულავა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და გადაწყვეტილებას “ნამუსისგან დაცლილს” უწოდებს.
მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს
“სრულიად ძარღვისგან, ნამუსისგან დაცლილი ყველაზე მდაბიო განცხადებაა. ფურთხის ღირსია ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს. შეძრწუნებული ვარ. ყველაფერი შეიძლება წარმომედგინა. უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა არის ხალხის, საკუთარი თავის და ყველას შეურაცხყოფა.” – თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მისთვის სკანდალური გადაწყვეტილება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში კი ხელს მოაწერს შეწყალების აქტს.