ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თავის გუნდთან ერთად ევროპულ ტურნეში გაემგზავრება. ინფორმაცია პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე გაავრცელა.
ვიზიტის ზუსტი თარიღები მედიისთვის, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
“თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომავალ კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი ეწვევა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. ის დაასრულებს ამ მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე პარტნიორებს შეხვდება,“ – აღნიშნა ჯონ კირბიმ.