LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია ერთად ვიამაყოთ, ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა – ქვეყნის მთავარსალდალმა დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა

127
salome zurabiSvili

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება.

თავისუფლების დღე მოგვილოცა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში“ . – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო - თავისუფლების მოედანზე საზეიმო ცერემონია გრძელდება

ღონისძიებაზე 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო, ცერემონია თბილისის პარალელურად, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.

„26 მაისი საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.

მინდა, ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს მისი სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისგან. სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში. ყველა ბრძოლაში, ომსა თუ სამშვიდობო მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება და მინდა, სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ

საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია.

„ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობების გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნესტის საქარტველოში გადმოსვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალი საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა.

„26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში.

100 წლის შემდეგ სამშობლოში „დაბრუნებული“ გენერალი - გმირი „ფესვების“ ისტორიით

ეკონომიკური სიდუხშირის გამო ერთი პერიოდი თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით.

ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო: ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ამ ურთულეს რეგიონში, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს

 

ქვეყნის მთავარსალდალმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„გამარჯვებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო. ომს, თავისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღდასმას. 

ამ ურთულეს რეგიონში, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია დიდ წილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი. მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, გულგრილობა და პარტიული ამბიციების წინ დაყენება. ესაა ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

შეგვიძლია ერთად ვიამაყოთ რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა

 

პრეზიდენტის თქმით, შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა.

„პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმება. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ – თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ.

ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა, მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება – აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ.

ნამახვანჰესზე გვჭირდება კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა - პრეზიდენტი გამოწვევების დაძლევის გზებზე საუბრობს

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ, რადგან, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა, ასეთ თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან, მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები.

საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივისცემას!

დაბოლოს, ჩვენი ყველასი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე, ერთიანობით და ერთობით მიღწეული გამარჯვება გავამყაროთ და გავაძლიეროთ. ჩვენი წინაპრების წინაშე ვალდებული ვართ, რომ 1918 წელს დაწყებული, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი და 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოს მშენებლობა მივიყვანოთ ბოლომდე და მომავალ თაობებს გაერთიანებული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო დავუტოვოთ! ეს იყო გენერალ კვინიტაძის მრწამსი, რუსეთთან ბრძოლის მამოძრავებელი ენერგია და ცხოვრებისეული მიზანი! ამ მრწამსს, ენერგიასა და მიზანს დღეს ყველა ვიზიარებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები