“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს. პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ, ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები მიიღებენ.
შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში”,- განაცხადა კახა კალაძემ