მართალია, კარიერა ტომ ჰენქსმა კომედიებსა და სერიალებში მონაწილეობით დაიწყო, მაგრამ აღიარება სერიოზული დრამატული როლებით მოიპოვა, რომელთა წყალობით კოლეგების პატივისცემასთან ერთად „ოსკარის“ ორი პრემიაც დაიმსახურა.
fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:
მთავარია, ისე ისწავლო დროის ფუჭად ხარჯვა, რომ არასდროს გაგიხდეს სანანებელი.
ყოველთვის ჯობია გრძნობდე თავს კარგად, ვიდრე გამოიყურებოდე ბრწყინვალედ.
თუ შენს ცხოვრებაში არ არსებობს შეზღუდვა, მაშინ გასახარიც ნაკლებად გაქვს.
ადამიანი ზედმეტად რთული არსებაა, რათა ბოლომდე გაუგო და გამოიცნო.
ზოგჯერ გგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებ, მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ არაფრად ღირდა შენი მონდომება. მთავარია, საკუთარი თავი არ მოატყუო და არ დაიჯერო, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.
ფლირტი ანკესის გადაგდებას ჰგავს, როცა არ იცი დაიჭერ თუ არა თევზს, ერთად ყოფნის შეთავაზება კი – პირველი ნაბიჯია რთული გარიგებისკენ.
შეყვარებულის გავლენით მამაკაცი ყველაფერს იცვლის ფეხსაცმლით დაწყებული თმის ვარცხნილობით დამთავრებული.
სინამდვილეში, ყველა ტკივილის, დარდის მკურნალი – ბნელი ღამეა.
თუ ყველა სიყალბეს მიაქციე ყურადღება, რაც შენს გარშემო ხდება, საერთოდ ვეღარ შეძლებ ცხოვრებას.
დრო შენი მეგობარიცაა და მტერიც, მთავარია ზურგი არ შეაქციო არასდროს.
ძალიან რთულია იდეალური ფილმის გადაღება, რადგან სინამდვილეში ის სამჯერ კეთდება, ერთხელ სცენარისტის, მერე რეჟისორის, ბოლოს კი, მემონტაჟის ხელით, მით უფრო, რომ მათი წარმოსახვა არასდროს ემთხვევა ერთმანეთს.