LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში მდებარე „პარაგრაფმა” ბარსელონას და მილანის სასტუმროებს აჯობა

18063
46956687_360076247891271_892631819155931136_n

Marriott International-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი”, Autograph Collection-ის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა. „პარაგრაფი” ამ მონაცემით უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონასა და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

“მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია. „პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა. ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph -ის კოლექციის ნაწილია“, – აცხადებს „მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი.

შეგახსენებთ, შეკვეთილში Paragraph Hotel & Spa Resort-ის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. სასტუმროში ჯამში 100 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს.

2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები