LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვლითი რკინიგზის ბაზაზე, შესაძლოა, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს

77
railway4

შემოვლითი რკინიგზის ბაზაზე, შესაძლოა, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე 2011-2012 წლებში 230 მლნ დოლარი დაიხარჯა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის შეფასებით აღმოჩნდა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და პროექტი დაკონსერვდა.

როგორც საგანელიძე ამბობს, დღეს შემოვლითი რკინიგზის ადგილზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება. მისივე განმარტებით, პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

„დაითვლება და თუ პროექტი მომგებიანი იქნება და მოიძებნება ინვესტორი, მაშინ განხორციელდება. ეს არის უნიკალური პროექტი. ვფიქრობ, ეს ავტომაგისტრალი უნდა იყოს ფასიანი. რატომ ფასიანი? რადგან არსებობს ერთი შემოვლითი გზა, რომელიც სულ გადატვირთულია და სულ სჭირდება შეკეთება მეწყერის და სხვა მოვლენების გამო. თუ ეს იქნება ფასიანი, გამოიძებნება ინვესტორი, რომელიც ამაში ჩადებს ფულს, ექსპლუატაციიდან ამოიღებს თანხას და თბილისს განტვირთავს დიდი სატრანსპორტო ნაკადებიდან, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. პროექტი საინტერესოა და იდეა მოწონებულია ყველგან, სადაც ეს საკითხი დავსვით,”- აცხადებს დავით საგანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები