LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა აშშ-ის საზღვართან – მექსიკაში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

237
336625199_606886524296830_2684013079593101359_n

აშშ-მექსიკის საზღვართან ახლოს, მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა.

CNN-ის ინფორმაციით, ხანძარი მექსიკის ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქში – სიუდად-ხუარესის მიგრანტთა იზოლატორში გაჩნდა. მექსიკის იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრში მყოფი მიგრანტების უმრავლესობა ვენესუელას მოქალაქეა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცენტრში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მექსიკის გავლით აშშ-ში ჩასვლის მცდელობისას, ქალაქის ქუჩებიდან 70-ზე მეტი მიგრანტი აიყვანეს.