LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს, ვიცი ბევრს აკლიხარ“ – ბუბა კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

596
fot (2)

საქართველოს დამსახურებულ სახალხო არტისტს ბუბა კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში პროდიუსერი რატი აბზიანიძე ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„გილოცავ ბუბა ! 85. შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.

ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი. ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტის ოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.

მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი.

მიყვარხარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე!

შენი რატი“ – წერს რატი აბზიანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები