LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენს მონატრებულ სამშობლოში ვერ მოასწარი შენებური, სასწაული კონცერტის გამართვა…“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

648
Untitled design

ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმიანება გიორგი უშიკიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ფოლკლორის სკოლაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდება.

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილი: „ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სახელობის სტიპენდიას ვაწესებთ…“

მელიტა ფურცელაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც განიცდის ლევანის დანაკლისს და მისი შემოქმედება უყვარს.

„თურმე რამდენ ადამიანს უყვარხარ, თურმე რამდენი ადამიანი აფასებს შენს ნიჭს,თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული ასე ჩუმად რომ წახვედი ? უსიტყვოდ, შენს საყვარელ და მონატრებულ სამშობლოში რომ ვერ მოასწარი ერთი შენებური, სასწაული კონცერტის გამართვა ?

მადლობა გიორგი ?

მადლობა ბიჭებო?

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე განიცდის და უყვარს ლევანიკო და მისი შემოქმედება ???“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

„როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას… მოვალ და სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან აცრემლებული… დღეს, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე… ასე გეფერებიან დე“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

ვიდეო: ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი ჩანაწერი და ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ გამოაქვეყნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები