LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ ამას არ ვაპირებთ” – მდინარაძე

133
მამუკა მდინარაძე

„შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ ამას არ ვაპირებთ”, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

„შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ აქტიურ დაპირისპირებაში პრეზიდენტთან, ამის საფუძველს პრეზიდენტი გვაძლევს, უხვად დაარიგა მსგავსი საკითხები თავის გამოსვლაში და მსგავსი გამონათქვამები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დაპირისპირებაში შეხვიდე, ხისტ კამათში შეხვიდე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები