LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა“ – კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება

328
Untitled design (6)

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყდა. ამის შესახებ აღნიშნულია კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებაში, რომელიც კონსერვატორიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა:

„საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა“, – წერია განცხადებაში.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება!
—————–

საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ …

Posted by თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire on სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023

 

კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებას ეხმიანება კულტურის სამინისტრო:

„კულტურის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გადაწყვეტილებას რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g