LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვიტე ფიქრი, თუ რას იტყვიან სხვები

negative-thinking

სპიკერი მელ რობინსი მიიჩნევს, რომ ადამიანები ხშირად ნერვიულობენ საკითხზე, თუ რას იტყვიან მასზე სხვები. ეს კი ხელს უშლით მათ წარმატების მიღწევაში.

„ადამიანები  ფიქრობენ რას იტყვიან მშობლები, ხელმძღვანელობა, დაქვემდებარებულები, მეზობლები…აირჩიეთ ერთი რამ, რისი განხორცილებაც გსურთად, მაგრამ შიშმა შეგაფერხად. მაგალითად, შეიძლება გინდოდათ რითრითზე წასვლა,  მაგრამ არ წახვედით, რადგან არ იცოდით რას იფიქრებდა ამაზე თქვენი მეუღლე. ან გინდოდათ დაგეწერათ ბლოგი, მაგრამ მეგობრების რეაქციის შეგეშინდათ. თუ გაწუხებთ შიში, ძალიან რთულია თქვენი ქმედებების შეცვლა. თუმცა შიშისგან გათავისუფლება შესაძლებელია. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, შიშს ვერ დაამარცხებთ, თუ  თქვენს აზრებსა და სურვილებს არ მოიყვანთ რელობაში“.

ამერიკელ ავტომრბოლელი ქალს, დანიკა პატრიკს სხვების აზრის არ ეშინია. იგი მიიჩნევს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მაღლა დგას.

„რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობენ სხვები, ჩემთვის სულ ერთია. არავის მოსწონს საკუთარ თავზე კრიტიკის, დაცინვის მოსმენა, მაგრამ მე მჯერა საკუთარი თავის. სულ უნდა გახსოვდეთ რა ნაბიჯები გაიარეთ, სანამ წარმატებას მიაღწიეთ, და რომ ეს გზა სირთულეებით იყო სავსე“.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ თქვენს ქმედებას და მოსაზრებას გამოუჩნდება საპირისპირო აზრი და ეს აზრი შესაძლოა არ მოგეწონოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები