LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების მოხსნა, პრეზენტაციები, მარაგები და ახალი სპეცრეისები: პრემიერმა უწყებების მუშაობის ანგარიში ჩაიბარა

151
94733350-1668290126642218-5910970014093017088-o

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა. მათ ასევე ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრეს.

პრემიერ მინისტრის დავალებით, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს. ფინანსთა სამინისტროს შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

საბჭოს წევრებმა  სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის გაგრძელებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, განაგრძობს. პრიცესებში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები