LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შმაქსი პატრულმა გააჩერა, მაგრამ ვერ დააჯარიმა [ვიდეო]

2726
FDGD

ეს არის შმაქსი, ტაქსი არ არის – ასე აუხსნა ზურაბ ჯაფარიძემ პატრულს ვითარება, როცა ერთ-ერთი შმაქსისტი დასაჯარიმებლად გააჩერეს.

პატრულის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ეს ტაქსის ამომცნობი ნიშნანი იყო და შმაქსისტს დოკუმენტაცია მოსთხოვა, რომელიც მას წესრიგში აღმოაჩნდა.

„ჩვენ ველაპარაკებით ხალხს, რა არის სწორი, რა არასწორი, თავისუფლება რა არის და ა.შ. ეს არის საგანმანათლებლო პროექტი. თანხას ვიღებთ განათლების გაცემისთვის.
არც ტაქსი გვაქვს, არც ტრაფარეტი და არც გადაყვანაში არ ვართმევთ მგზავრებს ფულს“ – განუმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.

შესაბამისად პოლიციამ შმაქსისტი ვერ დააჯარიმა, დოკუმენტები დაუბრუნა და უთხრა “თქვენი შმაქსით შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა”.

 

https://www.facebook.com/ljgerenaia/videos/10215468731222038/

 

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს.

პარტიის წევრები დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას შეიკრიბნენ და კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს. 

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

გირჩში ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს „მასწავლებლებს“, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც “გირჩის”, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი და შმაქსაობა სურს შეუძლია მივიდეს “გირჩის” სათაო ოფისში, ბესიკის ქუჩაზე, 4 ნომერში და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს.

“შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

“გირჩში” ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები