მობილური და ინტერნეტ-მომსახურების კომპანია “Bouygues Telecom-მა” გამოაქვეყნა რეკლამა, სადაც ისტორიის მთავარი გმირები მამა-შვილი არიან. ემოციური ვიდეორგოლი, სადაც მამა ყველანაირად ცდილობს, შვილს თოვლის ბაბუის ხმით ესაუბროს უკვე გადაიქცა ინტერნეტჰიტად.

სტივი უანდერის სიმღერაზე შექმნილ ნამუშევარში, რომლის რეჟისორი მარტინ ვერნერია, გადმოცემულია მამის ისტორია, რომელსაც სურვილი ამოძრავებს, შვილს ჯადოსნური და სრულიად დაუჯერებელი შობა მოუწყოს.

საქმე ისაა, რომ პატარა გოგონა, საყვარელი მამის ხმას მაინც ცნობს.

ცნობისთვის, გასულ წელს, Bouygues Telecom-მა გამოაქვეყნა რეკლამა, სადაც ისტორიის მთავარი გმირები ასევე მამა-შვილი იყვნენ. მამის უხერხული ცეკვით კლიპმა, 180 მილიონი ნახვა დააგროვა.

„შობას გილოცავ, მა!“ – ნახეთ ვიდეორგოლი:

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები