LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა დიღმელაშვილმა გეგმა წარადგინა – აქციის მონაწილეები ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ

172
აქციადიღმელაშილი

აქციის “შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. აქციის მონაწილეები კანცელარიასთან დაბანაკდებიან და ღამეს იქ გაათენებენ, მოქალქეებს კი მათთან შეერთება დილითაც შეეძლებათ.

“მთავრობის სხდომა იმართება დილით, ორშაბათს, კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. მთელი ღამე ვიქნებით იქ დაბანაკებული, თქვენც შეგიძლიათ იქ შემოგვიერთდეთ. მივიდეთ და იმ მთავრობას, რომლის გადადგომასაც ვითხოვთ, იქიდან გავაგონოთ ჩვენი ხმა. მთელი ღამე ჩვენ ვიქნებით იქ დაბანაკებული, თქვენც შეგიძლიათ ახლავე შემოგვიერთდეთ, ამასთანავე სთხოვოთ თქვენს მეგობრებს, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც წავიდნენ, რომ დილას მოვიდნენ ერთად და ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა, რომლის ჩაბარებასაც ვცდილობთ”, – მიმართა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები