LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა დიღმელაშვილს კვერცხის სროლისთვის პატიმრობა შეუფარდეს – როგორ სჯიან აქტივისტებს თბილისსა და მოსკოვში

124
შოთა

სამოქალაქო აქტივისტების დევნა მოსკოვსა და თბილისში – ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “სირცხვილიას” წევრს – შოთა დიღმელაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის კვერცხის სროლის გამო ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ გაავრცელა.

დიღმელაშვილი, ამ ფორმით მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას აპროტესტებდა.

პოლიცია კონკრეტული ჯგუფების მიმართ მკვეთრად რეპრესიულ ძალას იყენებს: DRI აქციაზე დაკავებებს ეხმიანება

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე" - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

აქციის მონაწილეები კი უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აკრიტიკებდნენ. ისინი ითხოვდნენ – დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. 

ანალოგიური ვითარებაა მოსკოვში, იქაც ასევე აკავებენ და უსწორდებიან ყველას, ვინც უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობს.  მოსკოვის რაიონულმა სასამართლოებმა 1300-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე განიხილეს არასანქცირებული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

228 ადამიანი დაისაჯა ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, 1100 აქტივისტზე მეტს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, იტყობინება  მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მრავალ ქალაქში გამოდიან აქტივისტები უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პიკეტებზე, მიტინგებსა და მსვლელობებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g