LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: როდის შეძლებენ მოქალაქეები სერვისებით სარგებლობას

98
FORTUNA.GE- (4)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები, შობა-ახალი წლის დღესასწაულების გამო რამდენიმე დღე არ იმუშავებს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს და მოქალაქეებს მუშაობის გრაფიკს აცნობს:

სერვისცენტრები არ იმუშავებს 31 დეკემბერს, ასევე 1, 2, 3 და 7 იანვარს.

4 იანვრიდან – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით:

▪   სატრანსპორტო საშუალების განბაჟება;
▪   რეექსპორტი;
▪   ექსპორტი;
▪   ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელება.

სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება.

ასევე, სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით:

“მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.

ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში ყველა სერვისის მიწოდება კვლავ, დროებით შეჩერებული იქნება.” – აღნიშნულია მიმართვაში.

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან. 2021 წლის 18 იანვრიდნ კი, რეგულაციების სრული დაცვით, მომსახურების სააგენტოს მიერ მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.