LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუშანა ბებო: „არ ვიცი, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ცოცხალი როგორ დავრჩი. რაც გვეცვა, იმის ამარა გამოვიქეცით…“

750
shushana2029

შუშანა ბებო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბებიაა მთელ საქართველოში. ვიდეოებს მისი შვილიშვილი, მარიამი საკმაოდ დიდი ხანია უღებს, თუმცა პოპულარული მცირე ხნის წინ გახდა სოციალურ ქსელებში.

შუშანა ბალაშვილი ახალგორის სოფელ ბალაანში ცხოვრობდა, სამაჩაბლოში ატეხილი პირველი ომის დროს სახლი დაეწვათ, თავიდან ააშენეს, მაგრამ 2008 წლის ომში ისიც დაკარგეს.

შუშანა ბებო ამ ამბავს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს.

„ამ ამბის გახსენება არ მინდა. ისეთი ცხოვრება დამეწვა… უზარმაზარი სახლი, სარდაფში იყო უამრავი კონსერვი, მურაბა, კომპოტი…

ამის მერე მთავრობა დაგვეხმარა და ისევ ავაშენეთ სახლი. ხუთი ოთახი იყო, ეზოც კარგი მქონდა, ვენახიც, მაგრამ მერე აგვისტოს ომი მოხდა და რაც გვეცვა, იმის ამარა გამოვიქეცით. არც ვიცი, ასეთი უბედურების გადატანის შემდეგ ცოცხალი როგორ დავრჩი. ახლა კი ისე ვიქცევი, ვითომ დარდიც არ მქონია…“

შუშანა ბებო აღნიშნავს, რომ თავს ყოველთვის უვლიდა, მაგრამ ვიდეოების პოპულარობის შემდეგ უამრავ საჩუქარს უგზავნიან, რაც ძალიან ახარებს:

„მერიდება, საჩუქრებს რომ მიგზავნიან. არ მინდა, ვინმე შეწუხდეს. სულ მიყვარდა თავის მოვლა. არასდროს ჩამიცვამს კაბა, შარვლით დავდიოდი და დღესაც სულ შარვალი მაცვია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g