LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში 25 წლის თეონა სვანიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა

1514
teonasvanidze20121

25 წლის თეონა სვანიძის უდიდესი წარმატების შესახებ ინფორმაციას მისი დედა, ქეთევან ბაღათურია ავრცელებს. როგროც ის წერს, მისი ქალიშვილი სტოკჰოლმში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დანიშნეს.

„ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, როცა არ ვიცი, სიხარულით ვიცინო, ვიყვირო, ვიყვირო ხმამაღლა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. დღეს თეონა სტოკჰოლმის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა. შვედეთის ისტორიაში პირველად პირველი ქართველი 25 წლის გოგო. ეს ისტორიას არ ახსოვს. ეს არის ზეაღმატებული გამარჯვება თეონას ცხოვრებაში. ის, რასაც თვითონ შვედები წლობით ელოდებიან. ხშირად ვერც აღწევენ.

დავით სვანიძე – ჩვენ უფალმა ისეთი სიმდიდრე გვარგუნა წილად, რომელსაც ვერასოდეს ვერანაირი ძალა ვერ წაგვართმევს. ჩვენი დაუღალავი შრომა ჩვენმა შვილებმა დაგვიფასეს. ამაზე დიდი და მეტი რა უნდა ვინატროთ. მარტო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე“, წერს ქეთევან ბაღათურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები