LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმის” ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, ამას ადასტურებს იმ ქვეყნებისა და მილიონობით ადამიანის რაოდენობა, რომელიც ამ ვაქცინით აიცრა: გაბუნია

58
თამარ გაბუნია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” წარადგინეს.

როგორც ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, რასაც იმ ქვეყნებისა და მილიონობით ადამიანის რაოდენობა ადასტურებს, რომელიც ამ ვაქცინით უკვე აიცრა:

“მინდა გამოვხატო მადლიერება ჩინეთის სახელმწიფოსა და საელჩოს მიმართ, რომელმაც არსებითი დახმარება გაგვიწია ჩინურ მწარმოებლებთან მოლაპარაკებების პროცესში და დღეს არის შედეგი ის, რომ ჩვენ “სინოფარმის” 100 000 ვაქცინა ქვეყანაში უკვე გვაქვს.

ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია. ამის დასტური იქნება ავტორიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, თუმცა ამის დასტური უკვე გახლავთ ის მზარდი რაოდენობა ქვეყნების და მილიონობით ადამიანის, რომელიც ამ ვაქცინით უკვე აიცრა და რაც ქმნის ძალიან კარგ დაცვას, როგორც მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, როგორც მარეგულირებელი, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს იმაზე მუშაობას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, გარანტირებული ხარისხის იყოს:

“ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხო და ეფექტიანი განხორციელება. როგორც მარეგულირებელი, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს იმაზე მუშაობას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხის და მისი ადმინისტრირება მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

ჩვენ ვემზადებით ახალი ვაქცინების გადანერგვისთვის და ვფიქრობ, ძალიან მალე უკვე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, რაც არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდეგი ტალღები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის” 100 000 დოზა საქართველოში 1 აპრილს შემოვიდა.

სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის, აქტიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან: ეკატერინე ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები