LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოვაკზე” რეგისტრაცია 21 მაისს, ვაქცინაცია კი 24 მაისიდან დაიწყება

144
Untitled design

“სინოვაკით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისს 12:00 საათიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

“სინოვაკის” ვაქცინით აცრის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ პორტალს – https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქციას კი აღნიშნულ ბმულზე იხილავთ – https://fb.watch/4c2mI8hKtj/

ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა ნებადართულია 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობთ ინფორმაციას, რომელიც “სინოვაკის” ვაქცინის შესახებ უნდა იცოდეთ:

►  “სინოვაკის” ვაქცინა “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა;

►  ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება;

►  ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა “სინოვაკის” ვაქცინა;

►  “სინოვაკის” ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g