LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში აფხაზეთის საელჩო იხსნება

84
f44997cb312b542bbd55c895274ee230-XL

სირიის არაბული რესპუბლიკის დედაქალაქ დამასკოში დღეს აფხაზეთის საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, აფხაზური დელეგაცია 4 ოქტომბერს ჩავიდა სირიაში, რომელშიც შედიან აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ასევე დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და აფხაზური ბანკის „ამრა ბანკის“ ხელმძღვანელები.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება, ჯერჯერობით არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. ამ ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს,რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები