LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირიაში ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობამ, კრემლის ამჟამინდელი აგრესია გამოიწვია” – ვოლოდიმირ ზელენსკი

138
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სირიაში ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობამ, კრემლის ამჟამინდელი აგრესია გამოიწვია.

მისივე თქმით, უკრაინის მიწაზე სამართლიანობის აღდგენა იქნება მშვიდობის გარანტი მსოფლიოსთვის.

„სირიის მოსახლეობას არ მიუღია ადეკვატური საერთაშორისო დაცვა და ამან კრემლს და მის თანამზრახველებს დაუსჯელობის განცდა შესძინა. რუსულმა ბომბებმა გაანადგურეს სირიის ქალაქები ისევე, როგორც ჩვენი უკრაინის ქალაქები”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები