LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტუაცია ქვეყნის შიგნით ფეთქებადსაშიშია…ხალხი ასე მარტივად არ დაწყნარდება” – გიორგი ვაშაძე

134
გიორგი ვაშაძე

სიტუაცია ქვეყნის შიგნით ფეთქებადსაშიშია, – აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან მას პრორუსულ ძალად მიიჩნევს.

„მოდის ოქტომბერი და დეკემბერი, იქნება ევროკომისიის დასკვნა და გადაწყვეტილებები. ასე რომ, ძალიან ფეთქებადსაშიშია სიტუაცია ქვეყნის შიგნით, ხალხი ასე მარტივად არ დაწყნარდება და არ შეეგუება რუსულ რეჟიმს.

საერთოდ არ ვაპირებ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ჩემთვის ნებისმიერ პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა არის სირცხვილი.

როცა ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, მე მასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ, მაგრამ საპარლამენტო მუშაობაში თუ გამოვა ისეთი კანონი, რომელიც შეესაბამება ევრორეკომენდაციას, ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონს ექნება.

სამუშაო ჯგუფებს მე დავარქვი ყავის სმის შეკრება. დამიდეთ ერთი რამე შედეგი, რაც დადო ამ სამუშაო ჯგუფებმა. ხომ იყო ზოგიერთი შესული ამ სამუშაო ჯგუფებში? შედეგი რა არის?”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები