LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიყვარულის ტაძარი” ორთვიანი სიმარტოვის შემდეგ ვიზიტორებს მასპინძლობს – თაჯ-მაჰალი დღეიდან იხსნება

168
თაჯ-მაჰალი

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ინდოეთის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა დამთვალიერებელს კვლავ ელის.

მე-17 საუკუნის გამორჩეული არქიტექტურული ქმნილება – თაჯ-მაჰალი სტუმრებს კარს დღეიდან უხსნის.

გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეული კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მიიღო.

თუმცა მნახველებს გარკვეული რეგულაციების დაცვა კვლავ მოუწევთ – ვიზიტორები ტაძარში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, სავალდებულოა პირბადე, მავზოლეუმში კი ერთდროულად მხოლოდ 650 ადამიანი დაიშვება.

 

 

ქალაქ აგრას მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებას სიხარულით ხვდება, ტურისტული კომპანიებისა და მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თაჯ-მაჰალის გახსნა ქალაქში უამრავ ტურისტს დააბრუნებს.

კოვიდპანდემიის გამო, “სიყვარულის ძეგლი” გასული წლის მარტში დაიხურა და სექტემბერში გაიხსნა, თუმცა აპრილში, ინდოეთში პანდემიის მორიგი ტალღების გავრცელების გამო, ის კვლავ დაიხურა.

თაჯ-მაჰალი ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 7-8 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს.