LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ დერცელში ძროხების სილამაზის კონკურსში „პეპელამ“ გაიმარჯვა

403
newsw34445

Sknews.ge-ს ინფორმაციით, ადიგენის სოფელ დერცელში ტრადიციული სანახაობა ყოველი ზაფხულის დასაწყისში იმართება. ადგილობრივები ძროხებს სხვადასხვა საღებავითა და სამკაულით რთავენ, რაც პირუტყვის ავი თვალისგან დაცვას უკავშირდება. ამ პროცესში უმეტესად, ქალები მონაწილეობენ.

ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და მთის გზას სოფლის მცხოვრებნი შეღებილ და მორთულ-მოკაზმულ ძროხებთან ერთად დაადგნენ.

წელს ადგილობრივებმა ახალი ტრადიცია დაამკვიდრეს და ძროხებს შორის სილამაზის კონკურსიც გამართეს. გამარჯვებული კი „პეპელა“ გახდა და მას საჩუქრებიც გადასცეს.

კონკურსი ქართულ–ფრანგული პროექტის, „კავკასიური რძის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც  “GBDC-Caucasia Akhaltsikhe Office“–ისა და სამცხე- ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობას“ ორგანიზებით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები