რადიო “ფორტუნას” საახალწლო ეთერში 2018 წელი შეაჯამა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი განცხადებით, წელს კახეთში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა ინაუგურაცია კულმინაცია იყო. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ რეგიონს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

“სოფლის მეურნეობა და ტურიზმი კახეთის ეკონომიკის წამყვანი მიმართულებები გახდა. ამ კუთხით წელს დიდი პროგრესი გვქონდა.  სახელმწიფოს ფინანსური ჩარევა ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. წელს ბაზარი და ეკონომიკა მდგრადი გვქონდა და მიღებული მოსავალი ბიზნესმენებმა  საკუთარი შემოსავლით  დააბინავეს. ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს იმ კუთხით,  რომ მომდევნო წლებში  ეკონომიკის ეს დარგი უფრო მზარდი იქნება. ასევე გამოვყოფდი მეცხოველეობის მიმართულებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 50 ათასზე მეტი თუშური ცხვარი ექსპორტზე გავიდა, რომლის საშუალო ფასი 200 ლარზე მეტი იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის მიმართულებას. მისი განცხადებით 2018 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დაფუძნდა ტურიზმის მოთხოვნილებების მართვის ორგანო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისათვის აუცილებელი სერვისების დახვეწას.

“მრავალი ახალი სასტუმროს მშნებელობა მიმდინარეობს, მათ შორის ბრენდული სასტუმროების. უნდა აღვნიშნო, რომ კახეთში უამრავი დიდი, საშუალო თუ მცირე შატო, სასტუმრო და ტურისტულად საინტერესო ადგილები კეთდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთი აზიის განვითარების ბანკის მსხვილ ტრანსში მოხვდა, რაც მომავალი წლების განმავლობაში ასეული მილიონი დოლარის დახარჯვის შესაძლებლობას, ეს კი თავის მხრივ ცხოვრების ხარისხის ამაღლებას გულისხმობს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05