LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის „ტრიალებს“ – ახალი შესრულება (ვიდეო)

796
sofo-batilashvili

„მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი მოპოვებულ პოპულარობას ინარჩუნებს და სხვადასხვა კლუბში კონცერტებს მართავს. ერთ-ერთი კონცერტი ახლახან „ოტიუმში“ გაიმართა. რა თქმა უნდა, სოფო თავის მუდმივ მუსიკალურ პარტნიორებთან, კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ჯგუფ „ნიუტონთან“ ერთად გამოვიდა. მათ უკვე საკუთარი პროგრამა აქვთ, რომელიც ძველი ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი მსმენელისთვის კარგადაა ცნობილი, ზოგიც კი მცირე ხნის წინ გაკეთდა.

ვიდეოში, რომელიც მაცაცო კევლიშვილმა გაავრცელა სოციალურ ქსელში, „ტრიალებს“ არის გადაღებული, რომელიც სოფომ და ზვიადმა ახალი ვერსიით შემოგვთავაზეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები