LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონიასთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვარ – კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა ქართული კუთხე, მაგალითად, ხაჭაპურით: ელენე ხოშტარია

10427
11

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე იმყოფება, სადაც ლტოლვილების მიღებისა და განაწილების პუნქტია მოწყობილი.

ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კარგი ჟესტი იქნება ქართველებისგან, პუნქტთან ქართული კუთხეც მოეწყოს:

“ახლა მე და სოფო ჭყონია ვართ პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჰრებენეში, სადაც მოწყობილია ლტოლვილების მიღების და განაწილების პუნქტი.

რა გულისმომაკვდინებელი სურათია გაწამებული ქალების და ბავშვების თვალების ყურება, ამაზე მერე დავწერ.

ახლა საქმეზე:

მოკლედ, აქ მოწყობილია დახმარების პუნქტები. საჭმელი არის  – სენდვიჩები, სუპი, ძეხვი, ტკბილეული.

ძალიან კარგი იქნებოდა, გაგვეკეთებინა ქართული კუთხე, მაგალითად, ხაჭაპურით. საჭიროც არის და თან ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა ქართველებისგან.

გთხოვთ, ვიპოვოთ პოლონეთში მცხოვრები ქართველი მსურველები და ფინანსური რესურსის მობილიზებაში მეც დაგეხმარებით”, – წერს ხოშტარია “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g