LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა: დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

129
ganja-35129 (1)

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

ამ დრომდე, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ამასთან ის “ტვიტერში” წერს, რომ იარიში სომხეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანა.

„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებას ცხადყოფს“,-დასძინა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

სომხური მხარე განჯაზე სარაკეტო იერიშს კატეგორიულად უარყოფს.

„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა“,-დაწერა სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები