სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გოგაშვილის სახლიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, სახლთან მობილიზებული სპეცრაზმი, რომელსაც კარს თავად ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანი უღებს და მას ადგილზე აკავებენ.
“ფორტუნა” გოგაშვილის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.