რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი კონცერტების სერიით ბრიანსკში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ პავლიაშვილმა რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, ხოლო მანამდე ის სტაროდუბსკის რაიონში იმყოფებოდა, სადაც სოფელ დესიატუხაში მდებარე მემორიალთან მივიდა და რუსი ჯარისკაცების ხსოვნას ,,მარადიულ ცეცხლთან” მიაგო პატივი.
ამ ინფორმაციას ბრიანსკის გუბერნატორი ტატიანა კუშელიოვა ავრცელებს. პავლიაშვილთან ერთად იმყოფება მისი ვაჟი ლევანი. აღნიშნული მემორიალი რუს ჯარისკაცებს ეძღვნებათ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ.
ვიდეო: ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა – სოსო პავლიაშვილი მოსკოვში კონცერტს მართავს