LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ, წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა? – მელია ივანიშვილზე

113
melia

ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში ისიც არის, რომ რუსეთის დროშამ იფრიალოს ადმინსტრაციული ორგანოების სახურავზე,- ამის შესახებ ნაციონალური მორაობის წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა მელია საკუთარი სახლის სადარბაზოში ჩაწერეს, როცა ის სახლიდან სასამართლო პროცესზე მიემართებოდა.

“იმ ყველაფრის შემდეგ რაც გუშინ იკადრეს, რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატენებით ქართული ოცნების დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ, ვერ გაამართლებენ უბრალოდ, გუშინდელ დღეს. დამიჭრენ ვაია, არ დამიჭერენ ვუია. როგორ უნდა გაამართლოს ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი დღის შემდეგ დღეს ჩემი არდაჭერა. თუ არ მოხდა ის რაც უნდა, ამას რა აჯობებს.

ბიძინა ივანიშვილს დაემართა მთავარი უბედურება გუშინ. მტავარი რამ გაუფასურდა მისთვის, გაუფასურდა მილიარდები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ქილებში რომ ქანდათ ფული შენახული და ერთ დღეში გაუფასურდა და თავში ხელი შემოირტყა ხალხმა, დამეხარჯა ეს ფული, რატომ ვინახავდიო მიწაში ან სხვენშიო და გუშინდელმა დღემ აჩვენა ივანიშვილს,რ ომ თავის მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს, ძალაუფლება და მილიარდები აღარ არის საკმარისი აკეთოს ქვეყანაში ის, რაც მას სურს და შედის სულ უფრო და უფრო ღრმად ჩიხში. ეს მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან, არის აგონიური. საღ ჭკუაზე მყოფი მმართველი ამ ქვეყნის როდესაც არის უდიდესი ყურადღების ეპიცენტრში ყველა მედიასაშუალების და მოქალაქის. სპეცნაზს სახლში რატო შეიყვან და სპეცნაზთან ერთად რატომ დაიძინებ, წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?”- აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომ “მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ” არ არსებობს.

“პარლამენტის შენობაში ვიყავი და იქიდან გამომაძევა , იქ ვიყავი სხდომათა დარბაზში, განცხადებას ვაკეთებდი და ჩემებური პროტესტის სახეობა დავაფიქსირე და ვთქვი, რომ არ შემოვა და ვერ შემოვა კობახიძე სხდომათა დარბაზში, სანამ არ გადადგება და მერე ძალით გამომაგდეს, ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილთან ერთად შენობიდან,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები