საქართველო ერთ-ერთია იმ 80-ზე მეტი ქვეყნიდან, სადაც მუსიკის სტრიმინგის ცნობილი პლატფორმა – Spotify შედის. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.
ბაზრის გაფართოების გეგმის შესაბამისად, კომპანიის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბანგლადეში, ჩადი, პაკისტანი, ნიგერია, რუანდა, უზბეკეთი, ზიმბაბვე და ა.შ.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით Spotify-იმ ვიდეოც გამოაქვეყნა ტვიტერზე.
Spotify აუდიო სტრიმინგ სერვისია, ერთგვარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომლის ამოქმედებასაც საქართველოში მომხმარებელი კარგა ხანია ელოდა.
ამ სერვისით მილიონობით სიმღერის მოსმენა ინტერნეტით ან უინტერნეტოდ შეგიძლიათ. კომპანია 2006 წელს შვედეთში დაარსდა.
We launch in 80+ new markets over the next few days. See you soon Bangladesh, Pakistan and Nigeria ? #SpotifyStreamOn pic.twitter.com/Wqv3IFdicz
— Spotify (@Spotify) February 22, 2021