LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად უსუსური იყო, არაფრის სურვილი არ ჰქონდა: მიხეილ კალანდიას სასამართლოზე ფსიქოთერაპევტი დაკითხეს

299
Bezymyannyj-5

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ფსიქოთერაპევტმა დავით ანდღულაძემ განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მიხეილ კალანდია მძიმე მდგომარეობაში იყო, ანდღულაძე კი სწორედ ის ადამიანი იყო, ვინც ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მისი ბიძის, დიმიტრი კაკუბავას თხოვნით ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინა.

“სრულიად უსუსური იყო, არანაირი ინტერესის სურვილი არ ჰქონდა, შეიძლება ვთქვათ, რომ თვითგვემაში იყო. ტრაგედიის ეპიცენტრში იყო, რასაც მძიმედ განიცდიდა. თავიდან ვერ აღიდგენდა მოვლენებს და ცდილობდა აღედგინა როგორ ურტყამდა ერთი ადამიანი მეორეს დანას. მას არ ჰქონდა ჩემგან დახმარების არც მოლოდინი და არც სურვილი“, – განაცხადა ანდღულაძემ.
მისი განმარტებით, მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის კადრები უტრიალებდა თავში და ნანახის განცდებში იყო.

"გთხოვთ, ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ" - მიხეილ კალანდია მოსამართლეს

მოსამართლემ კალანდიას Tხოვნას უპასუხა, რომ ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს, ფსიქოთერაპევტს დავით ანდღულაძეს კითხავენ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვრის პროცესზე, სადაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ, ზაზა სარალიძემ კალანდიები და სუბელიანები შვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. ზაზა სარალიძემ კალანდიას ადვოკატს ფოტოები შეაყარა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g