LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრესი და „გადაწვა” გაქრა – 4 წლიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ მოკლე სამუშაო კვირა ამართლებს

90
work-overload-iStock-000001

ისლანდიაში 4 წლიანი კვლევა დასრულდა, რომელიც მოკლე სამუშაო კვირის ეფექტიანობას ადგენდა. კერძოდ, 2015-დან 2019 წლამდე, დაახლოებით 2500 ისლანდიელი მონაწილეობდა მნიშვნელოვან ექსპერიმენტში იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს პროდუქტიულობაზე მოკლე სამუშაო კვირა. ინფორმაციას bbc ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კვლევის შედეგები სულ ახლახან გახდა ცნობილი.

როგორც აღმოჩნდა, 40 საათიანი სამუშაო კვირის 35-36 საათამდე შემცირებამ არ გამოიწვია პროდუქტიულობის შემცირება, ხოლო დასაქმებულების კეთილდღეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამასთან, როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, მრავალი ინდიკატორი მოწმობს, რომ მათ შორის არსებული სტრესი და გადაწვა გაქრა.

„ბევრმა მუშაკმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები შემცირდა, ისინი თავს უკეთესად, უფრო ენერგიულად და ნაკლებად დასტრესილად გრძნობდნენ. შედეგად, მეტი ფიზიკური თუ დროითი რესურსი დარჩათ სხვა აქტივობებისთვის, როგორებიცაა: ვარჯიში, მეგობრებთან შეხვედრა და ჰობით დაკავება” – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სწორედ ამ დადებითი შედეგებიდან გამომდინარე, საცდელი პერიოდის შემდეგ, ისლანდიის მთელი მუშახელის დაახლოებით 86%-მა ამჯობინა მოკლე სამუშაო კვირა.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა შეფასებულია, როგორც „დიდი წარმატება”, რომლის ფარგლებშიც მენეჯერებსაც და თანამშრომლებსაც შეუძლიათ, ნაკლები დრო დახარჯონ სამსახურზე, თუმცა, ეს არ აისახება მუშაობის მოცულობასა და ხარისხზე.

bbc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები