LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებო, წინ ევროპისკენ! გენაცვალეთ: ლადო აფხაზავა

504
ლადო აფხაზავა

დღეს, თბილისში 20 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით, „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

აქციაში მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც აპირებენ. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა ეხმიანება.

„სტუდენტებო, წინ ევროპისკენ!

გენაცვალეთ“, – წერს ლადო აფხაზავა.

შეგახსენებთ, აქციას უერთდებიან თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები