„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ“, – ამის შესახებ განცხადებას ​საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განცხადებით, უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა.

„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.
სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო  უკანონო გასაჯაროების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები